შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (ფოთი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მალთაყვის საზღვაო რაიონში, თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სამი მოქალაქე: გიორგი ლუკავა, ალექსანდრე კვაჭაძე და გულადი ქაჯაია დააკავეს.
აღნიშნული პიროვნებები შემდგომი რეაგირებისათვის შსს ქ.ფოთის კრიმინალური პოლიციის მთავარ განყოფილებას გადაეცა.