ვაკეში 56 წლის რამაზ შალამბერიძემ თავი საკუთარ სახლში მოიკლა. ადგილზე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი. შემთხვევის დროს ოჯახში გარდაცვლილის დედა იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობდნენ. გამოძიება თვითმკვლელობის მიზეზს ადგენს. რამაზ შალამბერიძეს მეუღლე და შვილი ჰყავს, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს