შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს რეგიონული დანაყოფების II სამმართველო (დასავლეთი) ფოთის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, შავი ზღვის სამსახურის ფოთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტის მე-14 ნავმისადგომთან, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, (სამეურნეო ფეკალური მასის ზღვაში ჩაღვრა) მალტის დროშით მცურავი გემი "SUJIN"-ი დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქის, დიმიტრი პრიჟეგოდსკის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილით.
10 მაისს, დიმიტრი პრიჟეგოდსკის, ფოთის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, დაეკისრა ჯარიმა 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარის და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2 612 (ორი ათას ექვსას თორმეტი) ლარისა და 50 თეთრის ოდენობით.