დღეს დილით, საბერძნეთში, ცნობილი წყვილის ალექსანდრე პართენის და კატერინა თანუს ბინაში ქართველებისგან შემდგარი ბანდიტური დაჯგუფების წევრები შეიჭრნენ.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, ალექსანდრე პართენისა (მოდელი, ტელწამყვანი და ბიზნესმენი) და კატერინა თანუს (ოლიმპიური ჩემპიონი) სახლში დილის 6 საათისთვის სიგნალიზაცია ჩაირთო.
ალექსანდრე პართენის თქმით, იგი მიხვდა, რომ სახლის სარდაფში ვიღაც იმყოფებოდა.
წყვილმა პოლიცია გამოიძახა.
სამართალდამცავებმა სამი ადამიანი დააკევეს, სამივე ქართველია. თუმცა დაკავებულთა ვინაობა ჯერ-ჯერობით არ კონკრეტდება. პოლიცია მათ თანამზრახველებსაც ეძებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ამ დაჯგუფებას მდიდრების უბანში 91 ქურდობა აქვს ჩადენილი. მათ მიერ გატაცებულია 120 ათასი ევროს ნივეთები - ძვირაფასეულობა, ტექნიკა. თუმცა "ქართველების დაჯგუფების მიერ ჩადენილი ქურდობის ზუსტი ზარალი ჯერ დადგენილი არ არის".
უნდა აღინიშნოს, რომ დილით მომხდარი ფაქტი საბერძნეთის მედიის დღის თემაა.