ხვალ, 11 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სს "ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილი დამფუძნებლის, ანზორ ქოქოლაძის, მალხაზ ნაგერვაძის, თენგიზ ნაგერვაძის და ლევან დუმბაძის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.
პროცესზე პროკურორმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას. საქმეს განიხილავს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი.
ბიზნესმენის სასამართლო პროცესებს რამდენიმე არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაცია აკვირდება, ასევე "სოლიდარობა უკანონო პატიმრების" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადვოკატები იცავენ ბიზნესმენის უფლებებს.
ქოქოლაძე 2010 წლის აგვისტოში დააპატიმრეს. მას ბრალად სსკ ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა"," ბ" და 362-ე მუხლს მეორე ნაწილის"ბ"ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები _ თაღლითობა და დოკუმენტაციის გაყალბების წაქეზება ედება ბრალად . იგი საქალაქო სასამართლოს 2011 წლის აპრილის განაჩენით დამნაშავედ ცნეს და 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოგვიანებით კი ახალი ბრალი წაუყენეს, რომელიც თაღლითობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, ე.წ. ფულის გათეთრებას გულისხმობს. საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობს.