ათენში საქართველოს მოქალაქე საკუთარ სახლში ჩამოხრჩობილი იპოვეს. ბერძენმა სამართალდამცავებმა საქმე სუიციდის ფაქტზე აღძრეს. გიორგი ხუცურაული საბერძნეთში სამუშაოდ ექვსი თვის წინ წავიდა.
ცხედარს ამ დროისათვის ექსპერტიზა უტარდება. რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ამას ბერძენი სამართალდამცავები გაარკვევენ.
ცხედრის გადმოსვენების საკითხზე საქართველოს საელჩო მუშაობს.