მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. „მერსედესის" მარკის ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი, 21 წლის ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მგზავრების და გარდაცვლილის ამოყვანა მხოლოდ მაშველების დახმარებით მოხერხდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა 2 დაშავებული ინგოროყვას სახელობის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.