ხვალ, 10 მაისს, კუნძულ უტოიაზე 77 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის, ანდერს ბრეივიკის სასამართლო პროცესი გაგრძელდება.
კუნძულ უტოიაზე ანდერს ბრეივიკის მიერ მოკლული თამთა ლიპარტელიანის მამა, ავთანდილ ლიპარტელიანი, ნორვეგიაში ტერორისტის სასამართლო პროცესზე გაემგზავრა. მას სასამართლო პროცესზე დაკითხავენ, სადაც კონკრეტული საკითხების დასმას აპირებს.
ლიპარტელიანის მამას ბრეივიკის გასამართლება საერთაშორისო კანონმდებლობით სურს და მისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას მოითხოვს.
2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში, ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე, ბრეივიკის მიერ განხორციელებული ორივე ტერაქტის შედეგად 77 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყო ქართველი თამთა ლიპარტელიანი.