"ხუთი წლის შემდეგ წყალტუბო იქნება ყველაზე დიდი საკურორტო სახელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ამ რეგიონში", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 54-ე შეხვედრაზე, რომელსაც 25 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.
"საქართველოში წარმოუდგენელი რაოდენობის ახალი აღმშენებლობა მიდის, საქართველოში ასევე მიდის დიდი რესტავრაცია ძველი ისტორიული ძეგლებისა. ახაცილხე, პრაქტიკულად მივიწყებული ქალაქი, უბრუნდება სიცოცხლეს და ეს იქნება ახალი ქართული სასაწაული. თან აღვადგენთ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტემპებით. ყველაზე განადგურებული ინფრასტრუქტურის ქართული ქალაქი იყო ქუთაისი, დღეს ის შენდება როგორც თანამედროვე ქალაქი", _ აცხადებს სააკაშვილი.
მისი თქმით, ასევე საქართველოში ვიტარდება სამკურნალო კურორტების მთელი ქსელი.
"ქალაქი ბორჯომი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესამე მინერალური წყალია. ეს ქალაქი იყო ბოლომდე განადგურებული, ბორჯომში შენდება რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი და ბევრი პატარა სასტუმრო. შემდეგი კურორტი იქნება აბასთუმანი, შემდეგი საირმე და შემდეგ ვიწყებთ წყალტუბოს აღორძინებას და დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა - ხუთი წლის შემდეგ წყალტუბო იქნება ყველაზე დიდი საკურორტო სახელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ამ რეგიონში", _ განაცხადა სააკაშვილმა.