სამართალდამცავებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შეგედად დააკავეს 1976 წ.დ ლევან შალიკიანი და 1986 წ.დ ვასილ ნამგალაძე, რომლებსაც ავტომობილით გადაჰყავდათ სამტრედიის რაიონის სოფელ ჭაგანის საძოვრებიდან მოპარული მსხვილფეხა პირუტყვი.
გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ დაკავებულებს ასევე ჩადენილი ქონდათ ანალოგიური ქურდობის ფაქტები ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში და ამავე რაიონის სოფელ გელათში.
ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177 მუხლის II ნაწილით. გამოძიებას აწარმოებს ტყიბულის რაიონული პოლიციის სამმართველო.