დღეს, 9 მაისს, თავდასხმა მოხდა "საქართველოს ბანკის" ფილიალზე. დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე მდებარე შენობას თავს რამდენიმე შეიარაღებული პირი დაესხა.
ბოლო ინფორმაციით მომხდარის შედეგად არავინ დაზარალებულა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალები არ ხმაურდება.
უცნობია შეძლეს თუ არა დამნაშავეებმა თანხის გატანა.
ბანკის შენობაზე დამონტაჟებულმა კამერებმა, სავარაუდოდ, შეძლეს თავდამსხმელების დაფიქსირება.