46 წლის კახი ბიბილურის დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული გიორგი აკოფიანი აიყვანეს.
ინციდენტი გუშინ ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. ბიბილური მუცლის არეში დანით დაჭრეს, 31 წლის დავით საყევარიშვილი კი სასტიკად სცემეს.
ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.