პატიმარი ქალებისათვის შესაძლოა პაემნის ახალი სახე - საოჯახო პაემანი იყოს შემოღებული. ამასთან დაკავშირებით პარლამენტში შესულია "პატიმრობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის ინიციატორიც ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიაა.
მისი განმარტებით, საოჯახო პაემნის პირობებში, ქალ პატიმრებს შეეძლებათ ოჯახის წევრებს გამყოფი შუშის გარეშე, უშუალოდ შეხვდნენ.
ამასთან, თორდია გამოდის ინიციატივით, რომ ქალი პატიმრებისთვის წამახალისების ფორმით სატელოფონო საუბარი, შეუზღუდავად იყოს.
მოქმედი კანონმდებლობით, ქალ პატიმრებს წახალისების ფორმით თვეში მხოლოდ, 1 დამატებითი სატელოფონო საუბრის უფლება აქვთ.