ავტოსაგზაო შემთხვევას 18 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხელვაჩაურში მიცუბიშიც მარკის ავტომანქანა, რომელსაც 18 წლის ირაკლი ოსანაძე მართავდა სოფელ მახოში გზიდან გადავიდა და მდინარე ჭოროხში ჩავარდა.
მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა. მყვინთავებმა მდინარიდან ცხედრისა და მანქანის ამოყვანა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს. რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი გამოძიება დაადგენს.