თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე 46 წლის კახი ბიბილური დაჭრეს. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი 31 წლის დავით საყვარელიძე, რომელიც ნაცემია.
ორივე მამაკაცი სასწრაფო დამხარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, შედარებით მძიმეა დაჭრილი ბიბილურის მდგომარეობა. აღძრულია სისიხლის სამართლის საქმე, დაწყებულია გამოძიება.