დახურულ ტიპის საპატიმრო დაწესებულებებში გრძელვადიანი პაემნების დანერგვა იგეგმება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიას ეკუთვნის.
მისი განმარტებით, კანონპროექტის თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალება, დახურული ტიპის საპატიმროებში, გრძელვადიანი პაემნებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა 2015 წლამდე უზრუნველყოს.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად გრძელვადიანი პაემნები ღია და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში მოქმედებს.
კანონპროექტი პარლამენტში დღეს იქნა ინიცირებული.