ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე ხიდის ქვეშ ახალგაზრდა მამაკაცმა, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო.
გარდაცვლილი 26 წლის სერგი ტოროსიანია. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
დაღუპულის ახლობლების თქმით, მას ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონდა და თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბარი უჭირთ.
სერგეი ტოროსიანს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.