საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო სიებში 9 მილიონ 850 ათასი ამომრჩეველია შეყვანილი, რომლებმაც ერთპალატიანი პარლამენტის 300 წევრი ოთხი წლის ვადით უნდა აირჩიონ.
არჩევნებში 32 საარჩევნო სუბიექტი (პარტია, პარტიული ბლოკი და ჯგუფი) მონაწილეობს.
არჩევნებში მთავარი დაპირისპირებული ძალები მემარჯვენე ცენტრისტული პარტია "ახალი დემოკრატია" და მემარცხენე ცენტრისტული პარტია "სრულიად საბერძნეთის სოციალისტური მოძრაობა" არიან.
ადგილობრივი დროით 21:30 საათზე არჩევნების პირველი შედეგები გახდება ცნობილი, საბოლო შედეგები კი 7 მაისს გამოცხადება.
იმ შემთხვევაში თუ ვერც ერთი პარტია ვერ შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას, ქვეყნის პრეზიდენტი კარლოს პაპულიასი, პირველ ადგილზე გასული პარტიის ლიდერს სამდღიან ვადას მისცემს კოალიციური მთავრობის შესაქმნელად სხვა პარტიებთან მოლაპარაკებების გამართვისთვის. თუ ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდება, პრეზიდენტი ანალოგიურ მანდატს მეორე ადგილზე გასული პარტიის ლიდერს გადასცემს, შემდეგ კი მესამეს.