დღეს, 6 მაისს, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური აიმართება. ერთმანეთს ნიკოოლა სარკოზი და სოციალისტი ფრანსუა ოლანდი უპირისპირდებიან.
მედია, საფრანგეთში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე დრამატულს უწოდებს. სხვაობა სარკოზისა და მისი მოწინააღმდეგის რეიტინგებს შორის 6 % შეადგენს.
ანალიტიკოსები საუბრობენ იმის შესახებ, რომ სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, რომ იმსჯელო სარკოზი შესაძლოა გახდეს პირველი ფრანგი პრეზიდენტი, რომელმაც ვალერი ჟისკარ დ'ესტენის დროიდან პრეზიდენტობის მეორე ვადა ვერ მოიგო.
მოქმედი პრეზიდენტი ულტრამემარჯვენეების იმედად დარჩა და მარინ ლე პენის იმედს იტოვებს, თუმცა ულტრამემარჯვენეების ლიდერმა მარინ ლე პენმა უკვე განაცხადა, რომ ურნაში უმალ ცარიელ ბიულეტენს ჩაუშვებს, ვიდრე სარკოზის ან მის მოწინაღმდეგეს მისცემს ხმას. აღსანიშნავია ასევე, რომ მარინ ლე პენმა ასევე უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ სარკოზიმ "უკვე დიდი ხნის წინ წააგო".
საფრანგეთის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, გავლენიანმა ფრანგმა პოლიტიკოსმა და ცენტრისტული პარტიის "დემოკრატიული მოძრაობა" თავმჯდომარემ ფრანსუა ბაირუმ კი გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ის პირადად საფრანგეთის სოციალისტური პარტიის კანდიდატს ფრანსუა ოლანდს დაუჭერს მხარს.
საზოგადოების აზრით, განცხადება შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს ფრანსუა ოლანდის მიერ მოქმედ პრეზიდენტზე ნიკოლა სარკოზიზე გამარჯვების საქმეში, რომელიც სოციალისტს ისედაც ჩამორჩება.
ფრანსუა ბაირუს ამ განცხადებამ ფრთები შეასხა ფრანსუა ოლანდის წინასაარჩევნო შტაბს, ხოლო ნიკოლა სარკოზის მომხრეები კი გაანაწყენა.
ამავდროულად, 2 მაისს წინასაარჩევნო მარათონის ფარგლებში გამართულ ტელედებატებში ნიკოლა სარკოზიმ თავის მოწინააღმდეგეზე გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო და ამით, გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურამდე სიტუაციის შეცვლის ბოლო შანსიც დაკარგა. ამ ტელედებატებს დაახლოებით 17,9 მილიონმა ფრანგმა უყურა.
ამავე დროს მედიაში გავრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ფრანსუა ოლანდთან არსებული სხვაობა შეამცირა და მას მიუახლოვდა კიდეც. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, რომელთაც დასავლური მედია აქვეყნებს, ბოლო კვირის განმავლობაში სარკოზის რეიტინგი 1-2 % გაიზარდა.
"Harris Interactive"-ს მიერ ჩატარებული გამოკითხის შედეგად ირკვევა, რომ არჩევნებამდე ორი დღით ადრე სოციალისტების ლიდერს ფრანსუა ოლანდისთვის ხმის მისაცემად მზად იყო ამომრჩეველთა 53 %, მაშინ როდესაც ამავე გამოკითხვით ნიკოლა სარკოზის თავის ხმას 47 % აძლევდა. ბოლოს ჩატარებულ გამოკითხვასთან შედარებით ამ გამოკითხვაში ნიკოლა სარკოზის რეიტინგმა 2 %-ით მოიმატა.
ამავე დროს, თითქმის იგივე ძალთა გადანაწილებაა მეორე კომპანია - "CSA"-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად. სოციოლოგების განცხადებით, ბოლო კვირის განმავლობაში სარკოზიმ სხვაობა 1 % შამცირა. ამ გამოკითხვისთ ტელედებატების გამარჯვებულად ოლანდი 44 %-მა დაასახელა, სარკოზი კი 38 %მა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ფრანსუა ოლანდმა 28,63 % , ნიკოლა სარკოზიმ კი 27,18 % ხმები მიიღეს.