შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ დაკავებულია 51 წლის როლან ხურცილავა, რომელიც რუსების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვიდა და ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერება გადმოიტანა.
შსს-ს ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება ამოღებულია და გაუვნებელყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის განაღმვის სამმართველოს მიერ.
საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის პროკურატურის შენობასთან ასაფეთქებელი ნივთიერება გუშინ იპოვნეს და გააუვნებელყვეს.