ადლერის რაიონულ სასამართლოში აფხაზეთის ე.წ. სამ მოქალაქეს -კონსტანტინე სმირს, ადგურ ცვეიბას და ვაგარშაკ დუდუკჩიანს განაჩენი გამოუტანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებაში შედიოდნენ და მათ ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალებით ვაჭრობა ედებათ.
ისინი 2011 წლის თებერვალში რუსმა სამართალდამცავებმა იარაღით ვაჭრობის დროს დააკავეს. დააკავეს.
ადლერის სასამართლოს გადაწყვეტილებით, -კონსტანტინე სმირს, ადგურ ცვეიბა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 11 და 10 წელს გაატარებენ. ვაგარშაკ დუდუკჩიანს კი პირობით სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.