. მოსკოვში 53 წლის ყოფილი ე.წ. კანონიერი ქურდი საქართველოში დაბადებული ზაქრო სუკიაზოვი დააკავეს. მას კრიმინალურ წრეებში "შაქარ"-ის ზედმეტი სახელით იცნობენ. პირადი ჩხრეკისას მას ორი პოლიეთილენის შეკვრა აღმოუჩინეს, რომელშიც სავარაუდოდ ნარკიტიკული ნივთიერება ჰეროინი იყო მოთავსებული.
ბოლოს ზაქრო სუკიაზოვი 2009 წლის 30 ივნისს დააკავეს. მას მაშინ ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი აღმოუჩინეს. ზაქრო სუკიაზოვი არაერთგზის ასამართლევია. რუსული მედიის ინფორმაციით, 80 -იანი წლების ბოლოს ზაქრო სუკიაზოვი ციხიდან გათავისუფლდა და საქართველოში დაბრუნდა. რამდენიმე წლის წინ კი მან პასპორტში ჩაწერილ თავის გვარში ორი ასო გადააკეთა, რამაც საშუალება მისცა ჩრდილში ყოფილიყო. სამართალდამცავების ინფორმაციით, ზაქრო სუკიაზოვი მჭიდრო კავშირში იმყოფება მრავალ ე.წ. კანონიერ ქურდთან და ე.წ. ქურდულ სამყაროში მიმდინარე ამბების საქმის კურსშია.