უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ შუაზღვისპირეთის ერთ ერთ ქვეყანაში (სხვა და სხვა მონაცემებით კვიპროსის ბერძნულ ნაწილში ) ბოლო წლების განმავლობაში გამართული ერთ ერთი ყველაზე მსხვილი ე.წ. ქურდული შეკრება მიმდინარეობს, რომელშოც მონაწილეობას ორი ქართული ქურდული კლანის წარმომადგენლები იღებენ, რომელთა შორისაც კონფლიქტი უკვე მეხუთე წელია გრძელდება. ამ შეკრებას, გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ესწრება ე.წ. ნეიტრალური ე.წ. კანონიერი ქურდების შთამბეჭდავი რაოდენობა.
სწორედ ამ "ისტორიულ" შეკრებაზე უნდა მოიძებნოს გზები, რომელიც ორ ქართულ ე.წ. ქურდულ კლანს შორის უკვე გაჭიანურებული ომისათვის ბოლოს მოღებისკენ იქნება მიმართული. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგეები იმდენად შეურიგებელნი არიან და იმდენად დაპირისპირებულნი არიან ერთმანეთთან, რომ ამ ამბის უსისხლოდ დასრულებაში ბევრს ეჭვი ეპარება. მით უფრო, რომ სულ ახლახანს ასლან უსოიანის კლანმა ძალიან დიდი
"დანაკარგი" განიცადა, მაშინ როდესაც "აზერბეიჯანელი ვეზირი" ბაბუა -ილგარ დანაბაში (კომერსანტი) დახვრიტეს.
ბევრი ამ საქმეში მრავალი სოხუმის ე.წ. ქურდული ოჯახის ლიდერის მერაბ ჯანგველაძის კვალს ხედავს, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, ამ საქმეშიც კი, ყველაფერს ე.წ. ქურდული კანონების სრული დაცვით უბადლოდ - "ქურდის" სისხლის დაუღვრელად აკეთებს. თავისი მოწინააღმდეგისგან განსხვავებით თბილისული კლანიდან. ხოლო კომერსანტისთვის კი, თუნდაც ძალიან შეუცვლელისთვის კი მას ისე პასუხს ვერ მოსთხოვენ, როგორც "ქურდის" სისხლის დაღვრის შემთხვევაში.
ალბათ სწორედ ამიტომაცაა, რომ დედ ჰასანმა ამჯერად თავისი "კავკასიელები" მისდამი ერთგული სლავური დესანტით გაამაგრა, რომლებიც სხვათაშორის მონაწილეობას არ იღებდნენ გასულ ე.წ. ქურდულ შეკრებაში. სხვა და სხვა მონაცემებით, სწორედ ერთ-ერთ მათგანს უკვე აქვს დაკისრებული მისია დანაბაშის სისლის აღებისათვის.