საფრანგეთში სოხუმის კლანის ე.წ. კანონიერი ქურდები 31 წლის ირაკლი ყალიჩავა და 37 წლის კობა ახვლედიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაკავებისას ირაკლი ყალიჩავას "სრული აღჭურვილობა" აღმოაჩნდა: უკანონო იარაღიც და ყალბი პასპორტიც. "კობა სუფთა აიყვანეს და მალევე გაათავისუფლეს, ყალიჩავა და დააკავეს, ისევე როგორც მისი სამი მეგობარი, რომლებიც მათთან ერთად დააკავეს", _ წერს რუსული მედია.
ირალკლი ყალიჩავას დნმ-ი დაემთხვა იმ დნმ-ს, რომელიც აღმოჩნდა მარსელში მდებარე იმ ბინაში, რომელშიც ლადო ჯალაღონია ცხოვრობდა მანამ ვიდრე მას მოკლავდნენ. "ამგვარი სამხილების ხელთ ქონის გამო, ფრანგულმა პოლიციამ ირაკლი ყალიჩავას შესთავაზა ან იყოს მოწმე და ითანამშრომლოს გამოძიებასთან ამ მკვლელობის საქმეში ან გახდეს ბრალდებული იმავე საქმეში.
ირაკლი ყალიჩავა - ცნობილი გუტას ვაჟია. მისი მამა იური ლაკობამ მოკლა. ყალიჩავა ასევე აკაკი კოხიას შვილიშვილია - ერთ ერთი "თვალსაჩინო" წარმომადგენელი სოხუმის ე.წ. ქურდული ოჯახისა და უახლოესი პირია ამ ოჯახის ახლანდელი ლიდერისა მერაბ ჯანგველაძისა, რომელსაც ირაკლი ყალიჩავა ასევე სისხლით ენათესავება.
სწორედ ირაკლის მიეწერება მთავარი როლი სულ ახლახანს მომხდარ გარჩევაში, რომელიც კახა შალვოვიჩსა და გია ელერჯიასთან მოხდა იმის გამო, რომ კახამ განაცხადა, რომ მერაბ სუხუმსკის ქურდად არ მიიჩნევს, მეორემ კი ტარიელ ონიანის საწინააღმდეგო წერილს ხელი მოაწერა.