გლდანის ციხეში გარდაცვლილ 39 წლის ზურაბ დელიანიძეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარდა. გვიან ღამით პატიმრის ცხედარი დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ დაათვალიერა.
ექსპერტის განცხადებით, ზურაბ დელიანიძე ნაწამები არ არის, თუმცა მას ციხის საავადმყოფოში არასათანადოდ მკურნალობდნენ.
,,მე არ ვიცი, თუ რა დაავადებით შევიდა ის რეალურად, რა მკურნალობა უტარდებოდა პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, რამდენად სრულფასოვანი და ადეკვატური იყო თვითონ პატიმრის ავადმყოფის მოვლა. Mმაგრამ ფაქტი სახეზეა. კერძოდ, მას აღენიშნება სხეულის უკანა ზედაპირზე კერძოდ, ორივე იდაყვის არეში, კუდუსუნზე, ბეჭების მიდამოში და ორივე ქუსლის მიდამოში განსაკუთრებით, კი კუდუსუნსა და ქუსლების პროექციაზე უკვე მოშავო, მოყავისფროდ გადაგვარებული საკმაოდ ხანდაზმული თავისი მორფოლოგიური სურათის მიხედვით ნაწოლები. Eეს ნაწოლები მაღალი ალბათობით მიმაჩნია, რომ განვითარებულია უმოძრაობის გამო, ანუ შეიძლება მას უტარებდნენ მკურნალობას, მაგრამ როგორც ექსპერტმა შემიძლია ვთქვა, რომ ნაწოლები უფრო ხშირად ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც მოვლა მთლიანობაში პაციენტის არაჯეროვანია", _ განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.
პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, ზურაბ დელიანიძე ვენერიული დაავადება ჰქონდა და ციხის საავადმყოფოსი ადეკვატური მკურნალობა უტარდებოდა.