სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის შედეგად ქართველების 33- კაციანი დაჯგუფება დააკავეს. სპეცოპერაციის შედეგად 150 000 ევრო და 5 კილოგრამი ოქროს ნაკეთობები ამოიღეს, რომლის ღირებულება მილიონ ევროზე მეტია.
ადგილობრივი სამართალადამცავების ინფორმაციით, ქართველები ძირითადად საცხოვრებელ ბინებს ძარცვავდნენ.
ქართველებთან ერთად, დაკავებულია იტალიის ხუთი მოქალაქეც, რომლებიც ნაძარცვი ნივთების რეალიზაციას ახდენდნენ.
ქართველების დაკავების შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსულოშიც ადასტურებენ.
,,დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, რამდენიმე ჯგუფი. Eეს არის საკამოდ გაწვრთნილი სისტემა დამნაშავეებისა, რომლებიც ძირითადად არიან კონცენტრირებული ბინების ქურდობაზე ქართველებს გეუბნებით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ისინი დაკავშირებულები არიან სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებთან. სასამართლო ჯერ არ ჩატარებულა და გამოძიება მიმდინარეობს", _ განაცხადა იტალიაში საქართველოს ელჩმა კოტე გაბაშვილმა
შეგახსენებთ, 2011 წლის დეკემბრის შემდეგ, იტალიაში სამი სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც 150 ადამიანი დააკავეს. Dდაკავებულების უმრავლესობა ქართველია.