შსს-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ დაკავებულია პიროვნება, რომელიც რუსების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვიდა და გადმოიტანა ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერება.
ასაფეთქებელი ნივთიერება ამოღებულია და გაუვნებელყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის განაღმის სამმართველოს მიერ. საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.