დღეს, 4 მაისს, 12 : 00 საათზე ს/მ ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრებს ‘' ოფისში, სამოქალაქო მოძრაობა ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრებს‘', ,,პატიმართა უფლებების დაცვის საქველმოქმედო ფონდი'' , ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ცენტრი ‘' და მოძრაობა ,, არა ‘' გამართავს ერთობლივ ბრიფინგს გლდანის საპყრობილის საავადმყოფოში წამების შედეგად გარდაცვლილ პატიმართან დაკავშირებით.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, ქობულეთელი პატიმარი, 39 წლის ზურაბ დელიანიძე გარდაიცვალა დაახლოებით ერთი კვრის წინ. რამდენიმე დღის წინ დასახიჩრებული გვამი ოჯახს გადასცეს დაგვიანებით და განუცხადეს თითქოს იგი გულის შეტევით გარდაიცვალა 1 მაისს, ფოტოებზე რომლებიც იქნა გავრცელებული აშკარაა, რომ პატიმარს ეტყობა ფიზიკური ზემოქმედების კვალი.