საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სანდრო გრიგოლიას აღიარებითი ჩვენება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"18 წელი ჰოლანდიაში. შემექმნა ფინანსური პრობლემები. ერთ დღეს გადავწყვიტე მე და ჩემი მეგობარი შევსულიყავით საყაჩაღოდ ოქროს მაღაზიაში. შევედით შიგნით დაგვხვდა გამყიდველი, წინააღმდეგობა გამიწია და შიშისგან გამივარდა ორი ტყვია", _ ნათქვამია სანდრო გრიგოლიას აღიარებით ჩვენებაში.
სანდრო გრიგოლია და მისი მეგობარი, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები შეიჭრნენ ქ. ჰააგაში მდებარე ძვირფასეულობის მაღაზიაში, ბრალდებულმა სანდრო გრიგოლიამ ცეცლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა მაღაზიის გამყიდველი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ბრალდებული სანდრო გრიგოლია ა/წ 2 მაისს გამოცხადდა ჰოლანდიის საელჩოში, რის შემდეგაც ქ. თბილისის პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა მისი დაკავება.