ქვემო ქართლის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიაში მტკვარზე ე.წ კუნძულზე დარჩენილი 6 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს.
მამაკაცები მდინარეზე სათაევზაოდ წავიდნენ. რამდენიმე საათში მდინარე ადიდა, ჯებირი გაარღვია და 6 ადამიანი ე.წ კუნძულზე აღმოჩნდა.
სამაშველო სასახურის წარმომადგენლებამ მამაკაცების დახმარება შეძლეს. ისინი ნაპირზე თოკებით გადმოიყვანეს.
ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.