ჰააგაში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი სანდრო გროგოლია საქართველოში დააკავეს. 19 წლის ეჭვმიტანილი თბილისში დააკავეს. სანდრო გროგოლიას ექსტრადაციის საკითხზე ჰოლანდიელი სამართალდამცავები ქართულ მხარესთან უკვე აწარმოებენ. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის ბელგიაში აფარებდა თავს.
შგახსენებთ, რომ ჰააგის პოლიციამ გაავრელა ვიდეომასალა, რომლის მიხედვით 25 აპრილს 10:45 საათზე გრიგოლია, თანამზრახველ ზია ბორუკჩუსთან ერთად, საიუველირო მაღაზიას თავს დაესხა და იუველირი მოკლა. მასალაზე ნაჩვენებია, როგორ შედის ორი ადამიანი მაღაზიაში, იუველირს იარაღით ემუქრება და შემდეგ ესვრის.
ეჭვმიტანილებზე ინფორმაციის მიწოდებისთვის ჰააგის პოლიციამ ჯილდოდ 15 000 ევრო დააწესა. ზია ბორუკუჩი ჰააგის პოლიციამ გუშინ დააკავა.