აშშ-ში, ოკლაჰომაში, სიკვდილით დასაჯეს დამნაშავე, რომელიც ადამიანის მკვლელობისათვის ორჯერ იყო გასამართლებული 37 წლის წინ.
1975 წლის სექტემბერში მაიკლ ბასკუმ სელსორი თავის მეგობართან ერთად ქალაქ ტალსაში მაღაზიას დაესხა თავს. ბოროტმოქმედებმა 500 აშშ დოლარი გაიტაცეს და მაღაზიის მეპატრონე მოკლეს. ისინიო ერთი კვირის შემდეგ დააპატიმრეს.
ამის შემდეგ 1976 წელს სელსორს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა მალე ეს გადაწყვეტილება გაუქმდა და მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლების გარეშე.
1998 წელს მან ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რის გამოც მისთვის გამოტანილი განაჩენის ანულირება მოხდა, ხოლო მასზე ახალი სასამართლო პროცესი ჩატარდა. სასამართლომ სელსორი კვლავ დამნნაშავედ სცნო და მას კვლავ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
სელსორის სიკვდილით დასჯა უკვე მე-18 მიმდინარე წლის დასაწყისიდან ოკლაჰომაში.