ჰააგაში 19 წლის ქართველ სანდრო გრიგოლიას ეძებენ. დაახლოებით ერთი საათის წინ "მოამბისთვის" ცნობილი გახდა, რომ გრიგოლია, თანამზრახველ ზია ბორუკჩუსთან ერთად, საიუველირო მაღაზიას თავს დაესხა და იუველირი მოკლა.
მაღაზიაზე თავდასხმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. მასალაზე ნაჩვენებია, როგორ შედის ორი ადამიანი მაღაზიაში, იუველირს იარაღით ემუქრება და შემდეგ ესვრის.
ეჭვმიტანილებზე ინფორმაციის მიწოდებისთვის ჰააგის პოლიციამ ჯილდოდ 15 000 ევრო დააწესა.
მომხდარის შესახებ დეტალებს არკვევს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ნიდერლანდებში. დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს "მოამბეც".