ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მამუკა ჭკადუა ალტაის კოლონიაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ ადრე არაერთგზის ნასამართლები ჭკადუა რუსმა სამართალდამცავებმა გასული წლის სექტემბერში დააკავეს. მას პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება ჰაშიში და ყალბი პასპორტი აღმოუჩინეს, რომელიც ალექსანდრე მალიგანოვის სახელზე იყო გაცემული.
მათი ინფორმაციით 2009 წელს მამუკა ჭკადუა აფხაზეთში იმყოფებოდა, სადაც ლამის დაიღუპა კიდეც. ე.წ. კანონიერი ქურდი თანასოფლელებს გამოექომაგა, რომლებსაც ადგილობრივმა ბანდიტებმა ხარკის გადახდა დააკისრეს. შედეგად ჭკადუას უცნობმა პირებმა საკუთარი სახლის ეზოში ცეცხლი გაუსხნეს. მამუკას გარდა, ამ სროლის შედეგად დაიჭრა მისი მამა და ძმა. აღნიშნული ჭრილობის გამო ე.წ.. კანონიერი ქურდს თითი მოჰკვეთეს.
ამის შემდეგ მამუკა ჭკადუამ მონაწილეობა მიიღო 14 სექტემბერს გამართულ ქურდულ შეკრებაში, რომლებიც ძმებ ქარდავების მიერ იყო ორგანიზებული და რომელზედაც ე.წ. კანონიერი ქურდის უფლებამოსილება შეუჩერდა დედ ჰასანის მოსისხლე მტერს - ბადრი კოღუაშვილს. ამის შემდეგ ოთხ დღეში მამუკა ჭკადუა დააკავეს.
ოპერტიული მონაცემებით, ჭკადუა საქართველოშია დაბდებული, იგი "აკონტროლებს" კრიმინალურ მოგებას დედაქალაქსა და რეგიონებში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფებებიდან.