მსოფლიო ტურიზმის მოცულობა გასულ წელს 4 %-ით შემცირდა, მხოლოდ აფრიკა აღმოჩნდა ის რეგიონი, სადაც ეს მაჩვენებელი არა თუ შემცირდა პირიქით, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად გაიზარდა კიდეც.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ წელს საზღვარგარეთ 880 მლნ ადამიანმა იმოგზაურა სხვებზე უფრო მეტად გლობალური ვარდნის შედეგები თავის თავზე ევროპამ და ახლო აღმოსავლეთმა იწვნია, სადაც გასულ წელს 6 %-ით ნაკლები ტურისტი ჩავიდა ვიდრე 2008 წელს.
5 %-ით შემცირდა ტურისტების რაოდენობა სამხრეთ და აღმოსავლეთ ამერიკაში. ერთადერთი კონტიგენტი, სადაც 2009 წელს ტურისტების რაიოდენობის ზრდა დაფიქსირდა ეს იყო აფრიკა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, აფრიკაში ტურისტების რაოდენობა 2008 წელთან შედარებით 5 %-ით გაიზარდა.