ფოთის საქალაქო სასამართლომ თურქეთის მოქალაქეებს თითოეულზე გირაო 3 000 ლარის ოდენობით დაუწესა. როგორც ცნობილია, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს და საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველო (დასავლეთი) ფოთის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების თანამშრომელებმა ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად 26 აპრილს ქ. ფოთში, დააკავეს და პასუხისგებაში გადასცეს თურქეთის რესპუბლიკის 7 მოქალაქე, ატილლა იაშარის ძე დურდაღი, ჰარუნ ალის ძე ოსკანი, ომერ მაჰმუდის ძე იალინიზი, ისმაილ ერდოღანის ძე იოზგატი, ომერფარუკ მუსტაფას ძე ერდოღანი, ცევატ ბექირლუთფუს ძე უსტუნი, მეჰმეთ მუსტაფას ძე ოზდემირი. აღნიშნულმა პირებმა 2012 წლის 13 და 25 იანვარს თურქეთის დროშით მცურავი გემით "AYSE AKANSU" ჯგუფურად დაარღვიეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესი საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის საზღვაო სივრცის, პიცუნდის საზღვაო რაიონში.
27 აპრილს, თურქეთის რესპუბლიკის შვიდივე მოქალაქეს ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაეკისრათ გირაო 3 000 ლარის ოდენობით თითოეულს, რომელიც მათ მიერ იქნა უზრუნველყოფილი.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221 მუხლით.