ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის და მისი ოჯახის წევრების მალხაზ ნაგერვაძის ,თენგიზ ნაგერვაძის და ლევან დუმბაძის დღეს ჩანიშნული სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურორის მოუმზადებლობის გამო კიდევ ერთხელ გადაიდო.
ბიზნესმენისთვის ეს უკვე მეორე ბრალია , პირველი ბრალით მას უკვე მისჯილი აქვს 7,6 წლიანი პატიმრობა რომელზედაც მზადდება საქმე სსტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარსადგენად ,ხოლო მეორე ბრალზე ფულის გათეთრების ბრალდებით საქალაქო სასამართლო განხილვის პროცესშია ,მიუხედავად იმისა რომ ბრალდების მხარეს არ გააჩნია ~ მტკიცებულებები ბრალთან დაკავშირებით და არ არსებობს მოწმე რომელიც დაადასტურებს მათ რაიმე სახის დანშაულს, ანზორ ქოქოლაძის ოჯახის წევრები 2011წლის პირველი სექტემბრიდან წინასწარ პატიმრობაში არიან.
როგორც პირველ ასევე მეორე ბრალზეც ბიზნესმენი და მისი ოჯახის წევრები თავს უდანაშაულოდ თვლიან . პოცესში როგორც საადვოკატო ასევე მონიტორინგის კუთხით ჩართული არიან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" , "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" და ასევე რამდენიმე უფლებადამცველი რომლებიც სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, სრული მონიტორინგს ახორციელებენ.
შემდეგი პროცესი 11 მაისს 11 საათისთვის ჩაინიშნა.