ISIK-3-ის ეკიპაჟსფოთის სასამართლომ გირაოს სახით თითოეულზე 3 ათასი ლარი შეუფარდა. როგორც ცნობილია, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთ. სამმართველოს და საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველო (დასავლეთი) ფოთის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების თანამშრომელებმა ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად 26 აპრილს ქ. ფოთში, დააკავეს და პასუხისგებაში გადასცეს თურქეთის რესპუბლიკის 5 მოქალაქე, მურათ ახმედის ძე ქოროღლუ, ოზგურ ალის ძე ჩელიქი, მეჰმეთ ალის ძე ბიიქ, ნეჩმი მუსტაფას ძე ბულდუქი, აჯარ იჰსანის ძე ქადირი. აღნიშნულმა პირებმა 2012 წლის 24 თებერვალს და 2 მარტს თურქეთის დროშით მცურავი გემით „ISIK-3" ჯგუფურად დაარღვიეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესი საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის საზღვაო სივრცის, პიცუნდის საზღვაო რაიონში.
27 აპრილს, მურათ ქოროღლუს, ოზგურ ჩელიქს, მეჰმეთ ბიიქს, ნეჩმი ბულდუქს და აჯარ ქადირს ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრათ გირაო 3 000 ლარის ოდენობით თითოეულს, რომელიც გემის კაპიტნის მიერ იქნა უზრუნველყოფილი.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221 მუხლით.