ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა იმერეთში.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხარაგაულში, სოფელ საქასრიასთან ხუთი ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფოთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი "მერსედესის" მარკის ავტომობილი "მიცუბიშის" მარკის ავტომანქანას შეეჯახა.
დაშავებული ხუთი მგზავრიდან ორი უცხოეთის მოქალაქეა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.