აჭარაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედია ქობულეთი -ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს "ოპელის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მოპირდაპირე მხრიდან მომავალ სატვირთოს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
არს ვერსია, რომლის მიხედვიტაც "ოპელის" მარკის ავტომანქანას წინა საბურავი გაუსკდა. "ოპელში" მყოფი ცოლქმარი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალნენ.