ინდონედიაში რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ნარკოტიკების კონტრაბანდაში არიან ეჭვმიტანილნი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
იოგას 43 წლის მასწავლებელი ალექსანდრე სიმონოვი და 43 წლის დიზაინერი სერგეი ჩორნიხი კუნძულ ბალიზე ქალაქ დენპასარის აეროპორტში დააპატიმრეს, - წერს "Life News". "მათ ეჭვი გამოიწვიეს იმის გამო, რომ ძალიან მძიმე მუცლები ჰქნდათ. ჩვენ სკანირება განვახორციელეთ და მათ კუჭში ჰაშიშის კაფსულები აღმოვაჩინეთ", _ განაცხადა ჟურბნალისტებთან საუბარში აეროპორტის საბაჟო სამსახურის უფროსმა ნგურახ რაიმ.
მათი ინფორმაციით, სიმონოვს ჰაშიშის 88 კაფსულა აღმოაჩნდა, რომელთა საერთო წონა 900 გრამზე მეტი იყო. ჩორნიხის კუჭში კი მებაჟეებმა 695 გრამი აკრძალული ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც განაწილებული იყო 359 კაფსულაში. რუსეთის მოქალაქეების ხელთ არსებული ნივთიერებების საერთო ღირებულება 105 ათასი აშშ დოლარი იყო.
მებაჟეების ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეებმა სავარაუდოდ ჰაშიში ინდოეთში შეიძინეს, თუმცა ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ბრალი დადასტურდა, მამაკაცებს სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.