შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარ სამმართველოს I სამმართველოს (ფოთი), საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველო (დასავლეთი) ფოთის განყოფილებისა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, შავი ზღვის სამსახურის ფოთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტის მე-9 ნავმისადგომთან, ზღვის დაბინძურების ფაქტზე (ჰიდრავლიკის ზეთის ზღვაში ჩაღვრა) კამბოჯის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი "VOLGO_BALT 203" დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, VIKTOR KORNEV-ის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილით.
VIKTOR KORNEV-ს, ფოთის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 184 ლარის და 40 თეთრის ოდენობით.