2009 წელს, ისევე როგორც 2008 წელს, იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობა უკრაინამ შეინარჩუნა, საიდანაც 2009 წელს 183,9 მილიონი დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია შემოვიდა. ეს კი საერთო იმპორტის 24,9 პროცენტია.
მეორე საიმპორტო პოზიციაზე რუსეთი აღმოჩნდა. რუსეთიდან გასულ წელს 143,7 მილიონი დოლარის სასურსათო პროდუქციაა იმპორტირებული, რაც საერთო იმპორტის 19,5 პროცენტია.
მნიშვნელოვან საიმპორტო ქვეყანათა ნუსხაში შევიდა ბრაზილიაც, საიდანაც 2009 წელს 72,4 მილიონი დოლარის აგროსასურსათო პროდუქციაა შემოტანილი. თურქეთიდან კი იმპორტირებულია 63,8 მილიონი დოლარის პროდუქცია, რაც საერთო იმპორტის 8,6 პროცენტია.
2009 წელს აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტის საერთო ღირებულებამ 739 მილიონი დოლარი შეადგინა.