დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიების შდეგად დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1963 წ.დ. გიორგი ვახტანგის ძე ფირანიშვილი და 1965 წ.დ. გიორგი ანზორის ძე გოგობერიშვილი.
ბრალდებულებმა გ. ფირანიშვილმა და გ.გოგობერიშვილმა ამჟამად მსჯავრის ქვეშ მყოფ სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევ სამ პირთან ერთად, 1973 წ.დ. ვლადიმერ გორბინთან, 1960 წ.დ. მამუკა ჩიკვილაძესთან და 1987 წ.დ. რუსლან ალიმამედოვთან ერთად, 2008 წლის 28 მაისს გაქურდეს ირანის მოქალაქის რაშიდ ჰარიმ გარგარის კუთვნილი სარეცხი საშუალებების მაღაზია, საიდანაც მოიპარეს სეიფი. აღნიშნულ სეიფში იდო 40 000 აშშ დოლარი და 20 000 ლარი.
დაკავებულები აღიარებენ მათმიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177 მუხლით.