"ქრისტიან-დემოკრატების,, წევრი ლევან ვეფხვაძე სისხლის სამართლის დამნაშვეების ამნისტიის ინიციატივით გამოდის. აღნიშნულთან დაკავშირებით კანონპროექტი დღევანდელ ბიუროს სხდომაზე იქნა წარდგენილი.
როგორც ვეფხვაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, ამნისტიის შედეგად გათვალისწინებულია 5 ათასი ადამიანის მსჯავრისგან სრულად გათავისუფლება და ათსამდე მსჯავრდებულისთვის სასჯელის განახევრება.
"ამნისტია ზოგადად იმ დანაშაულზეა გათვალისწინებული, რომელიც 5 წელზე მეტს არ ითვალისწინებს და ისედაც არის მსუბუქი დანაშაული. ციხეები ისედაც გადატვირთულია, ამასთანავე, ამ ადამიანებისთვის სასჯელს თავისი პრევენციის ფუნქცია უკვე შესრულებული აქვს და შეიძლება ისინი უკვე სახლში იყვნენ. საკანონმდებლო ინიციატივის მთავარი პრინციპია, რომ სასჯელს ბუნებრივია აქვს თავისი ფუნქცია - პრევენციისა და დასჯის. ეს ორივე ფუნქცია ამ ტიპის დანაშაულებისთვის უკვე შესრულებულია", - განაცხადა ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, ამნისტია შეეხება ეკონომიკური, სატრანსპორტო, და სხვა სახის დანაშაულებს. ვეფხვაძის განცხადებით თავი აარიდა სამოხელეო დანაშაულზე ამნისტიის ინიციატივას, თუმცა მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაშიც არის ისეთი დანაშაულები, რომელიც შეიძლება აპატიოს სახელმწიფომ.