უკრაინის პროკურატურა ქვეყნის ყოფილი ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს ცემის ფაქტს უარყოფს და მის სხეულზე აღმოჩენილ დაზიანებებს, ექსპერტიზის მონაცემებზე დაყრდნობით, "ჭყლეტვას" უკავშირებს.
პროკურატურის წარმომადგენლის ვადიმ გორანის განცხადებით, ტიმოშენკოს სხეულზე აღმოჩენილი დაჟეჟილობა, შესაძლოა, გამოწვეული იყოს თვითდაზიანებით, მყარ სხეულთან შეჯახებით ან "მინიმალური ფიზიკური ძალის გამოყენებით".
მისივე თქმით, არ არსებოობს არც ერთი ფაქტი, რომელიც, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ტიმოშენკოს მიმართ თავისუფლების აღკვეთის ადგილას ძალადობასა და არამართლზომიერ დამოკიდებულებას.
თავად ტიმოშენკოს მტკიცებით, 20 აპრილს, როდესაც იგი საავადმყოფოში გამოკვლევაზე გადაჰყავდათ ბადრაგმა მის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა და ფიზიკურად გაუსწორდა.
ქვეყნის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გენერალურ პროკურატურას აღნიშნული ინცინდეტის გამოძიება დაავალა.