"ქრისტიან-დემოკრატებმა" "ბლოკ-ჯორჯიას" საქართველოდან გაძევების მოთხოვნით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს.
როგორც პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ აქციაზე განაცხადა, კომპანიას სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი არც ერთი ვალდებულება არ აქვს შესეულებული.
ს
"ჩვენ მოვითხოვთ "ბლოკ-ჯორჯიას" საქართველოდან გაძევებას, რადგან ამ კომპანიამ სახელმწიფოსთვის ნაკისრი არც ერთი ვალდებულება არ შეასრულა. ფაქტიურად, ჰოსპიტალური სექტორი დღეს კატასტროფულ მდგომარეობაშია. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ ყველა საავადმყოფო, რომელიც ამ კომპანიას მიჰყიდა, საკუთრებაში უნდა დაიბრუნოს", - აცხადებს თარგამაძე.
მისივე განმარტებით, "ქრისტიან-დემოკრატებს" აქვთ კონკრეტული წინადადებები როგორ უნდა მოხდეს ჰოსპიტალურ სექტორში არსებული პრობლემების მოგვარება.
"ამ წინადადებებს პარლამენტშიც განვიხილავთ", - განმარტავს თარგამაძე.
ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია დასრულებულია.