7, 8, 10 მაისს საგუნდო მუსიკის ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალს 7 მაისს, 19:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გახსნის აფხაზეთის ახალგაზრდული კაპელა. სამხატვრო ხელმძღვანელი გურამ ყურაშვილი, ყოვლადწმიდა სამების კათედრის საპატრიარქოს გუნდი, ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი და გორის ქალთა კამერული გუნდი, სამხატვრო ხელმძღვანელი შალვა მოსიძე.
ფესტივალში ასევე მონაწილეობენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატის გუნდი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის გუნდი, ქ. რუსთავის ვაჟთა ვოკალური ანმსამბლი "ფიროსმანი", ქ. ბათუმის სახელმწიფო კაპელა და ქ.თელავის კამერული გუნდის "კახეთის ჰანგები".
ფესტივალის საზეიმო დახურვა 10 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.ფესტივალში მონაწილე გუნდები ერთად შეასრულებენ ო. თაქთაქიშვილის ორატორიას "რუსთაველის ნაკვალევზე" სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. დირიჟორი არჩილ უშვერიძე.
საგუნდო მუსიკის ფესტივალი ყოველწლიურია და მეორედ ტარდება. ფესტივალი იმართება ეროვნული მუსიკალური ცენტრის ინიციატივით და თბილისის მერიის თანადგომით.