10 მაისს ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ფრანქფურტის ლიტერატურული სახლი "რომანის ფაბრიკა" თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ საღამოს უმასპინძლებს.
საღამო ეძღვნება თემას "ქართველი მწერალი ქალები ევროპულ კონტექსტში". ღონისძიება მიზნად ისახავს გერმანულენოვან სამყაროში ქართველი მწერალი ქალების შემოქმედების გაცნობას და ევროპულ ლიტერატურულ სივრცეში ქართული ლიტერატურის ინტეგრაციას.
ლიტერატურულ საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ქართულ ლიტერატურულ სივრცეში აღიარებული და დამკვიდრებული თანამედროვე ქართველ მწერალ ქალთა სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები: ანა კორძაია, ნენე კვინიკაძე და თამთა მელაშვილი.
ლიტერატურული საღამოს ორგანიზატორია თბილისის კულტურული ღონისძიებათა ცენტრი.