თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ორი ავტომანქანის შეჯახების შედეგად 30 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველთა განაცხადებით, ავტომაქანა, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობდა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გაჩერებულ მიკროავტობუსს შეეჯახა.
სავარაუდოდ, ავარიის გამომწვევ მიზეზად მოძრაობის წესების დარღვევა სახელდება. მოხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.